შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იუსტიციის სამინისტროსა და მეცნიერებათა აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი გაფორმდა
23.08.2022
უკან დაბრუნება
იუსტიციის სამინისტროსა და მეცნიერებათა აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი გაფორმდა. რომლის მიხედვითაც მხარეები შეიმუშავებენ და განახორციელებენ ერთობლივ სამეცნიერო-კვლევით, საგანმანათლებლო და სამართლებრივ პროექტებს, გამოაქვეყნებენ სამეცნიერო ნაშრომებს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალ „მაცნესა“ და იუსტიციის სამინისტროს ჟურნალ „იუსტიციაში“. მემორანდუმს ხელი იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ მოაწერეს.