ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები, რთული რელიეფის მიუხედავად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს
23.08.2022
უკან დაბრუნება
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები, რთული რელიეფის მიუხედავად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, სხვადასხვა სირთულის კერები ჯერ კიდევ ფიქსირდება, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე განცხადებით, ინტენსიურად კეთდება კერებამდე მისასვლელები მძიმე ტექნიკისა და ტრაქტორების მეშვეობით. მაშველები, როგორც ინდივიდუალური აღჭურვილობით, ასევე, სახანძრო ავტოცისტერნების დახმარებით,ახორციელებენ ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებს.