6 თვეა უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება. ვრცელდება ცნობები რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე აფეთქებების შესახებ. რუსეთის მიერ დანიშნულ ყირიმის ხელმძღვანელობაში აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, სამხედრო აეროდრომზე მიიტანეს იერიში. რუსული აგრესიის კიდევ უფრო გაძლიერების მოლოდინში, უკრაინამ ხარკოვში დამოუკიდებლობის დღისთვის, „კომენდანტის საათი“ დააწესა. რეგიონში 23 აგვისტოს საღამოს 7 საათიდან 36-საათიანი „კომენდანტის საათი" იმოქმედებს. რკინიგზის სამსახური ურჩევს მგზავრებს, გადადონ გამგზავრება ხარკოვში. რუსეთის სარაკეტო დარტყმების საფრთხის გამო, 22-დან 25 აგვისტომდე მასობრივი ღონისძიებების ჩატარება აკრძალული იქნება კიევშიც.