შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ფეხბურთში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშების 22-ე ტურში ქუთაისის ტორპედო ზესტაფონში ნომინალური მასპინძლის რანგში თბილისის ლოკომოტივს დაუპირისპირდა
22.08.2022
უკან დაბრუნება
ფეხბურთში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშების 22-ე ტურში ქუთაისის ტორპედო ზესტაფონში ნომინალური მასპინძლის რანგში თბილისის ლოკომოტივს დაუპირისპირდა.შეხვედრა საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. მატჩის პირველი ტაიმი ფრედ 1-1 დასრულდა,ხოლო მეორე ტაიმში ტორპედომ შეძლო მობილიზება და ორი გოლი გაიტანა.საბოლოოდ შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 3-1 დასრულდა. ტორპედო გათამაშების ცხრილში 30 ქულით კვლავ მეექვსე პოზიციაზეა.მომდევნო შეხვედრას ქუთაისელები სტუმრად თელავში, 27 აგვისტოს, ადგილობრივ გუნდთან გამართავენ.