შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ხიდი, რომელიც ერთად ავაშენეთ, სომხეთ-საქართველოს თანამშრომლობასა და მეგობრობას განასახიერებს
19.08.2022
უკან დაბრუნება
ხიდი, რომელიც ერთად ავაშენეთ, სომხეთ-საქართველოს თანამშრომლობასა და მეგობრობას განასახიერებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-სომხეთის საზღვართან, მდინარე დებედაზე, ახალი საავტომობილო ხიდის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ღარიბაშვილის თქმით, ორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე აშენებული თანამედროვე სტანდარტებისა და პარამეტრების, 160 მეტრის სიგრძის ოთხზოლიანი ხიდი რეგიონში უნიკალური პროექტია. მეგობრობის ხიდის გახსნას ესწრებოდა სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი - მისი თქმით , საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას, დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთისთვის ენერგორესურსებისა და კავშირგამბულობის, საიმედოობის თვალსაზრისით.