მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს
19.08.2022
უკან დაბრუნება
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს.
ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა ქუთათელ -გაენათელმა მიტრპოლიტმა, მეუფე იოანემ, წყალტუბოში ,მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარში აღავლინა .
ფერისცვალება 12 უდიდეს საუფლო დღესასწაულთა შორისაა.
წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა.
იერუსალიმში ყოველწლიურად სამი ხილული სასწაული აღესრულება: აღდგომას ზეციური ცეცხლის გარდამოსვლა, ნათლისღებას (19 იანვარს), მდინარე იორდანეს უკუქცევა და 19 აგვისტოს, ფერისცვალების ღამეს თაბორის მთაზე ღრუბლის მისვლა.
ფერისცვალების დღესასწაულზე ტაძრებში ყურძენი და ხილი იკურთხება და თევზით ხსნილია.