შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



შინაგან საქმეთა მინისტრი , ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილესთან , სოსო გოგაშვილთან დაკავების შემდეგ, კომუნიკაცია არ ჰქონია
19.08.2022
უკან დაბრუნება
შინაგან საქმეთა მინისტრი , ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილესთან , სოსო გოგაშვილთან დაკავების შემდეგ, კომუნიკაცია არ ჰქონია და ,შესაბამისად, ოჯახის მიმართ მუქარაც არ ყოფილა. შეგახსენებთ, რომ სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა განაცხადა, რომ 28 ივლისს, ციხეში ის საშხაპეში გაიყვანეს და მას შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დაურეკა. გოგაშვილის განცხადებით, ვახტანგ გომელაურს და მას შორის ხმამაღალი და დაძაბული საუბარი შედგა, რა დროსაც შს მინისტრმა ბიძინა ივანიშვილის დანაბარები გადასცა, რომ ,თუ არ გაჩუმდებოდა და რასაც ეტყოდნენ, იმას არ გააკეთებდა , მას გაანადგურებდნენ ,ხოლო |ოჯახს ამოუწყვეტდნენ.