შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი ხარკოვი დღეს დილით კიდევ ერთხელ დაბომბეს
19.08.2022
უკან დაბრუნება
რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი ხარკოვი დღეს დილით კიდევ ერთხელ დაბომბეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის მერზე, იგორ ტერეხოვზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, დარტყმა ქალაქის სამ რაიონზე განხორციელდა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლი და ერთი ადამიანი დაშავდა. რაკეტები ინფრასტრუქტურულ ობიექტსაც მოხვდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. შეგახსენებთ, ხარკოვში დღეს გლოვის დღეა გამოცხადებული. 17 აგვისტოს, ხარკოვის სალტოვსკის რაიონში, რუსული ძალების მიერ სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 17 კი, დაშავდა.