უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბერდია ჯოხაძე დაიღუპა
18.08.2022
უკან დაბრუნება
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბერდია ჯოხაძე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში საქართველოს ელჩი, გიორგი ზაქარაშვილი ადასტურებს .
მისი განცხადებით, ბერდია ჯოხაძე საავადმყოფოში ოპერაციის დროს გარდაიცვალა.
როგორც გიორგი ზაქარაშვილი აღნიშნავს, ამ დროისთვის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ოჯახის წევრების თქმით, ის რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად განვითარებული გართულებების გამო დაიღუპა. ელჩის განცხადებით, ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.
გიორგი ზაქარაშვილის ცნობით, გადმოსვენების საკითხი უკვე მოგვარებულია და ქართველი მებრძოლის ცხედარს საქართველოში ხვალ დილით ჩამოასვენებენ.
უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან უკვე 18 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.