დონბასში უკრაინელმა სამხედროებმა რუსული ძალების შეტევა ბევრი მიმართულებით მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციაშია აღნიშნული
18.08.2022
უკან დაბრუნება
დონბასში უკრაინელმა სამხედროებმა რუსული ძალების შეტევა ბევრი მიმართულებით მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, სლავიანსკის მიმართულებით მოწინააღმდეგემ საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა ველიკა კომიშუვახას, ვერნოპოლიეს, ადამოვკასა და ნემალენკოეს ტერიტორიებს.
“კრამატორსკის მიმართულებით მტერმა ტანკებიდან და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან დაბომბა სლავიანსკის, კრამატორსკის, სპორნოეს, დონეცკის, ივანო-დარიევკას, სევერსკის, ზვანოვკას და რაიგოროდოკის ტერიტორიები, საჰაერო დარტყმა განახორციელა ვესელეს მახლობლად. მტერმა ნიკოლაევკა - ვიემკას მიმართულებით თავდასხმა განახორციელა, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია და უკან დაიხია", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ბახმუტის მიმართულებით დაბომბვა დაფიქსირდა ბახმუტთან, სოლედართან, როზდოლიევკასთან, კოდემასთან და მაიორსკთან.