შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთს ზაპოროჟიეს ატომური სადგურის ტერიტორიიდან ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს
18.08.2022
უკან დაბრუნება
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთს ზაპოროჟიეს ატომური სადგურის ტერიტორიიდან ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს. როგორც სტოლტენბერგმა კოსოვოს პრემიერ-მინისტრთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ზაპოროჟიეს სადგურზე შექმნილი სიტუაცია ამჟამად ერთ-ერთ ყველაზე მწვავე საშიშროებას წარმოადგენს. მან მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს ატომური სადგურის ტერიტორიის უკრაინული ძალების წინააღმდეგ სამხედრო თავდასხმების განხორციელებისთვის პლატფორმად გამოყენება. „ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საშიშროება, რომლის წინაშეც ჩვენ ყველა ვართ, ახლა არის ბირთვული ელექტროსადგურის გარშემო შექმნილი სიტუაცია ზაპოროჟიეში, სადაც რუსეთის სამხედრო დანაყოფებს რამდენიმე თვეა, დაკავებული აქვთ ობიექტი და აკონტროლებენ მას. ახლა ისინი ბირთვული სადგურის გარშემო ტერიტორიას იყენებენ პლატფორმად უკრაინულ ძალებზე საარტილერიო თავდასხმების განსახორციელებლად და ეს არის უგუნური და უპასუხისმგებლო ქმედება.– განაცხადა სტოლტენბერგმა. მიმდინარე კვირის დასაწყისში უკრაინულ „ენერგოატომში“ განაცხადეს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის თავდასხმის შედეგად, ერთ-ერთი ენერგობლოკი გაითიშა.