ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, დაავადებულ პატრონებთან კონტაქტის გამო ძაღლის „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
18.08.2022
უკან დაბრუნება
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, დაავადებულ პატრონებთან კონტაქტის გამო ძაღლის „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამ ეტაპზე არ არსებობს იმის რაიმე მტკიცებულება, რომ ძაღლებს ვირუსის შემდგომი გავრცელება შეუძლიათ. ამასთან, სპეციალისტები ინფიცირებულებს ცხოველებისგან იზოლაციის აუცილებლობის შესახებ აფრთხილებენ.
გენეტიკური კვლევით დადგინდა, რომ ცხოველის ორგანიზმში არსებული ვირუსი, იმ ვირუსის იდენტურია, რომლითაც მისი პატრონები იყვნენ დაავადებულები.
ცხოველს სიმპტომები პატრონების ინფიცირებიდან მეთორმეტე დღეს გამოუვლინდა.
ამ ეტაპზე მსოფლიოში „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების დაახლოებით 35 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებას გარდაცვალების 12 შემთხვევას უკავშირებენ. ივლისში ჯანმომ „მაიმუნის ყვავილის“ გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.