შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მოსკოვი შეერთებული შტატებისგან სერგეი ლავროვისა და რუსეთის დელეგაციის წევრებისთვის ვიზების გაცემას მოითხოვს
18.08.2022
უკან დაბრუნება
მოსკოვი შეერთებული შტატებისგან სერგეი ლავროვისა და რუსეთის დელეგაციის წევრებისთვის ვიზების გაცემას მოითხოვს, რათა მათ გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე დასწრება შეძლონ. როგორც რუსეთში აცხადებენ, შეერთებულ შტატებს ბოლო წლებში არაერთხელ შეუქმნია სირთულეები რუსეთისთვის სამუშაო ვიზებთან დაკავშირებით. აშშ-ში რუსეთის ელჩის თქმით, საელჩომ უკვე მიმართა თეთრ სახლს და სახელმწიფო დეპარტამენტს მოთხოვნით, შეასრულონ ქვეყნის ვალდებულებები, რომლის ტერიტორიაზეც განთავსებულია გაერო-ს შტაბ-ბინა და დაუყოვნებლივ გასცენ ვიზები მინისტრისთვის და რუსეთის დელეგაციის ყველა წევრისთვის. ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესია 13 სექტემბერს გაიხსნება.