შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისს გოგონათა ანსამბლი ”ილიონი” სტუმრობდა
10.05.2016
უკან დაბრუნება
ქუთაისს გოგონათა ანსამბლი ”ილიონი” სტუმრობდა.მათი კონცერტი ბალანჩივაძეების სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში შედგა.ანსამბლი ”ილიონი” საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს რომლის ფარგლებშიც ისინი 6 თვის მანძილზე ტურნეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გამართავენ.ანსამბლი ადგილობრივი გუნდების ჩართულობით ქართული ტრადიციული მუსიკის კონცერტებსა და საგანმანათლებლო მასტერ-კლასებს რეგიონბში ჩაატარებენ. პროექტის ფარგლებში ”ილიონმა” პირველი შემოქმედებითი გასვლა ქუთაისში განახორციელა და ადგილობრივი მსმენელის წინაშე საინტერესო რეპერტუარით წარსდგა. გოგონათა ანსამბლი ”ილიონი” 2009 წელს წელს თბილისში ჩამოყალიბდა.მიზანი ქართული ტრადიციული საეკლესიო გალობისა და ხალხური მუსიკის შედარებით უცნობი,ორიგინალური ნიმუშების შესწავლა და პოპულარიზაციაა. დღესდღეობით ანსამბლი აქტუურად მონაწილეობს საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და საზღვრებს გარეთ გამართული მუსიკის საღამოებსა და კონცერტებს.