შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



რუსულმა ძალებმა წუხელ ოდესის ოლქზე რამდენიმე სარაკეტო შეტევა განახორციელეს
17.08.2022
უკან დაბრუნება
რუსულმა ძალებმა წუხელ ოდესის ოლქზე რამდენიმე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც რეკრეაციული ცენტრისა და მიმდებარე კერძო შენობების ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელი, სერჰი ბრაჩუკი ავრცელებს. მისივე თქმით, თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. „მტრის ორმა რაკეტამ ოდესის ოლქის ერთ-ერთ რეკრეაციულ ცენტრსა და მიმდებარე კერძო შენობებში ნგრევა და ხანძარი გამოიწვია, დაშავდა 3 მოქალაქე“. დაიბობმა ნიკოლაევი. ძლიერი აფეთქების ხმა ისმოდა ქალაქის სხვადასხვა ნაწილში. მოსახლეობას თავშესაფარში გადასვლის რეკომენდაცია მიეცა. ქალაქის მერის ცნობით, ოკუპანტებმა სამოქალაქო ობიექტებს დაარტყეს. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. სარაკეტო დარტყმა გახორციელდა უკრაინის ჩრდილოეთით, ჟიტომირის რაიონზეც. გავრცელებული ცნობით, ორი რაკეტა ბელარუსის ტერიტორიიდან იყო გაშვებული. დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება. „გრადის“ ტიპის ზალპური რაკეტებით, რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ქალაქ ნიკოპოლზე.დაშავდა ოთხი ადამიანი. ისევ იბომბება ზაპოროჟიეში ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია. ადგილობრივი ადმინისტრაცია მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს.