შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენის წესსა და შერჩევის კრიტერიუმებს 50-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია შეიმუშავებს
17.08.2022
უკან დაბრუნება
სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენის წესსა და შერჩევის კრიტერიუმებს 50-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია შეიმუშავებს. აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციები კავშირი „საფარის“ ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ პრესკონფერენციაზე წარადგინეს. როგორც ნიკა სიმონიშვილმა აღნიშნა, სამოქალქო სექტორის შეთავაზება მიმართულია იმისკენ, რომ მოხდეს მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და პროფესიონალი სახალხო დამცველის შერჩევა.