ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ქალაქში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო
16.08.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ქალაქში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. მალე დასრულდება ჯიბლაძის ქუჩის რეაბილიტაცია. გზის სავალი ნაწილი დაიფარა ორფენიანი ასფალტით, განახლდება ტროტუარები და სანიაღვრე სისტემა , შეიცვალა ჭის ხუფები. პროექტის ( ჯიბლაძის და ხახანაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია) ღირებულებაა 504800 ლარი. დასასრულს უახლოვდება მანდარიას ქუჩის რეაბილიტაცია. ქუჩაზე არსებული საყრდენი კედელი განახლდა და მოპირკეთდა ეკლარის ქვით, განხორციელდა დაზიანებული სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია, მიმდინარეობს გზის საფარის განახლება. მანდარიას ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებისთვის 833 333 ლარია განსაზღვრული. აღმაშენებლის გამზირზე მდებარე 100 საფეხურიანი კიბის რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით მოეწყო ახალი მონოლითური კიბეები, რომლებიც შეიმოსება ბაზალტის ფილებით, ხოლო ფასადი ეკლარის ქვით. კიბის უჯრედებში მოეწყობა მოსასვენებელი ადგილები გამწვანებით , განახლდება დეკორატიული ლამპიონები, სანიაღვრე და სადრენაჟე სისტემა. 100 საფეხურიანი კიბის მოწესრიგებისათვის 741 191 ლარი დაიხარჯება. ფასადების განახლება მიმდინარეობს ქალაქის სამ დიდ გამზირზე- რუსთაველის , ავტომშენებლისა და ახალგაზრდობის ქუჩებზე. მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების შეკეთება მოიცავს კორპუსების ფასადების სრულად განახლებას, კარ-ფანჯრებისა და წყალშემკრები მილების შეცვლას, ფასადების განათებას.