რუსული ძალები ბახმუტსა და ავდიივკასთან შეტევას ახორციელებენ, ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება
16.08.2022
უკან დაბრუნება
რუსული ძალები ბახმუტსა და ავდიივკასთან შეტევას ახორციელებენ, ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, ბახმუტის მიმართულებით მტერმა ტანკებიდან, ქვემეხიდან და სარაკეტო არტილერიიდან ცეცხლი გაუხსნა ბახმუტის, სოლედარის, შუმის, ბელოგოროვკას, კონსტანტინოვკას, იაკოვლევკასა და ზაიცევოს დასახლებების ტერიტორიებს. „მტრის ქვედანაყოფებმა შეტევითი და თავდასხმის ოპერაციები ჩაატარეს ვლადიმეროვკა - ბახმუტსკოესა და სტრიაპოვკა - სოლედარის მიმართულებებით, სადაც უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტები უკუაგდეს. პოკროვსკოე - ბახმუტსკოესა და გორლოვკა - ჟელეზნოიეს მიმართულებებით სამხედრო ოპერაციები გრძელდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
გენშტაბის ცნობით, ავდიივკას მიმართულებით მოწინააღმდეგემ არტილერიიდან დაბომბა კრასნოგოროვკას, სპარტაკისა და ნეველსკოეს რაიონები. შეტევას ახორციელებს სტარომიხაილოვკა-ნეველსკოეს მიმართულებით, ბრძოლა გრძელდება.