შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქვეყნის მასშტაბით, გიორგი ვაშაძის ახალი პოლიტიკური მოძრაობის პირველი ოფისი ქუთაისში გაიხსნა
09.05.2016
უკან დაბრუნება
ქვეყნის მასშტაბით, გიორგი ვაშაძის ახალი პოლიტიკური მოძრაობის პირველი ოფისი ქუთაისში გაიხსნა. ოფისისთვის, რომელიც ქუთაისში, ბუხაიძის #24-ში იფუნქციონირებს, ფართი გიორგი ვაშაძის ერთ-ერთმა თანაგუნდელმა დათმო. თავად ვაშაძემ კი განაცხადა, რომ მან ამის შესახებ მხოლოდ მაშინ შეიტყო, როდესაც უთხრეს, რომ ქუთაისში ახალი პოლიტიკური მოძრაობის ოფისის იხსნებოდა.
პოლიტიკოსის განცხადებით, ახალი პოლიტიკური მოძრაობის ოფისები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნება.