საქართველოს 27-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 28-ე ტურის ერთი მატჩი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა. ,,ტორპედომ" საკუთარ მოედანზე თერჯოლის საპოვნელა მიიღო და დამაჯერებელი გამარჯვება 4:1 მოიპოვა. ქუთაისი საფეხბურთო კლუბი გათამაშების ცხრილში მე-7 ადგილს იკავებს, გუნდი მომდევნო შეხვედრას 13 მაისს თბილისში, ადგილობრივ ლოკომოტივთან გამართავს.