ზესტაფონში, ფეროშენადნობი ქარხნის თანამშრომლების მიერ დაანონსებული აქცია-გაფიცვა ვერ გაიმართა
09.05.2016
უკან დაბრუნება
ზესტაფონში, ფეროშენადნობი ქარხნის თანამშრომლების მიერ დაანონსებული აქცია-გაფიცვა ვერ გაიმართა.
ქარხნის თანამშრომლებს სამსახურის შენარჩუნების, ხელფასების გაზრდისა და ზეგანაკვეთური სამუშაო საათების შესაბამისი ანაზღაურების მოთხოვნით, აქციის გამართვა დღეს ჰქონდათ დაგეგმილი, თუმცა 1 800 ადამიანის ნაცვლად, აქციაზე მხოლოდ 5 ადამიანი შეიკრიბა.
ბრალდებებს „ჯორჯიან მანგანეზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ზაქარია ზალიკაშვილი ეხმაურება. მისი თქმით, ფეროშენადნობქარხანაში დასაქმებული არც ერთი თანამშრომლის გათავისუფლება არ მომხდარა.
რაც შეეხება დაანონსებულ აქციას, ის აქციის ჩატარების მიზეზს ვერ ხედავს და აცხადებს, რომ ქარხანა არ დაიხურება.