მუსიკისა და პოეზიის საღამო ქუთაისში.
გერმანიაში მოღვაწე ქართველი მევიოლინეს ბელა მახარაძის კონცერტი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა, კონცერტში მისი მეუღლე დირიჟორი და პიანისტი უვე ბერკემერიც მონაწილეობდა.
დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა მოესმინა პოეზიაც, რომელიც ბელა მახარაძის ძმას პაატა ბართალომეო მახარაძეს ეკუთვნოდა.
როგორც მევიოლინე აღნიშნავს საღამო მისთვის განსაკუთრებული და გამორჩეულია, რადგან პოეზიისა და მუსიკის სინთეზი ერთად პირველად გაჟღერდა.
კონცერტი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და მხარდაჭერით გაიმართა.