საქართველოს თავდაცვის ძალების მე-2 ქვეით ბრიგადას დაარსებიდან 30 წელი შეუსრულდა
16.07.2022
უკან დაბრუნება
საქართველოს თავდაცვის ძალების მე-2 ქვეით ბრიგადას დაარსებიდან 30 წელი შეუსრულდა.
სენაკის სამხედრო ბაზაზე საიუბილეო ღონისძიება გაიმართა.
დაწყებამდე, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, დასავლეთის სარდალმა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები და საშტატო იარაღი გადასცა.