აბასთუმნის ობსერვატორიის გუმბათისა და ახალი ტელესკოპის დასამზადებლად სამუშაოები იწყება
16.07.2022
უკან დაბრუნება
აბასთუმნის ობსერვატორიის გუმბათისა და ახალი ტელესკოპის დასამზადებლად სამუშაოები იწყება.
პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს და მისი
ღირებულება 8.6 მილიონი ლარია.
სამუშაოების განსახორციელებლად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ავსტრიული კომპანია შეარჩია. რომელმაც ახალი ტელესკოპისა და გუმბათის დამზადება-ინსტალაცია 2024 წლისთვის უნდა დაასრულოს.
უნიკალური ჰავისა და ლანდშაფტის კურორტის განვითარებისათვის, სახელმწიფოს დაფინანსებით, ასევე, გრძელდება ბაღდათი-აბასთუმნის გზის სრული რეაბილიტაცია, აბასთუმნის შემოვლითი გზის, ავტოსადგურისა და ღია ავტოსადგომის მშენებლობა.