სიცხის ტალღის ფონზე გაჩენილ ტყის ხანძარს პორტუგალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში ათასობით მეხანძრე ებრძვის, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს
16.07.2022
უკან დაბრუნება
სიცხის ტალღის ფონზე გაჩენილ ტყის ხანძარს პორტუგალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში ათასობით მეხანძრე ებრძვის, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პორტუგალიის ჩრდილოეთ ნაწილში, პილოტი დაიღუპა, მისმა წყლის ჭავლის გამშვებმა თვითმფრინავმა ესპანეთის საზღვართან, კატასტროფა განიცადა.
ხანძარია საფრანგეთის ჟირონდის რეგიონშიც, სადაც 12 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
სამხრეთ ესპანეთში, კოსტა დელ სოლის მახლობლად, გავრცელებული ტყის ხანძრის გამო დაახლოებით 2 300 ადამიანს ტერიტორიის დატოვება მოუწია.
სამშაბათიდან ტემპერატურამ პორტუგალიაში 47 გრადუსამდე, ესპანეთში კი 40 გრადუსამდე აიწია, რამაც ხანძარი კიდევ უფრო გაამწვავა. ესპანური საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, ორივე ქვეყანაში სიცხისგან 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.