უკრაინაში ომის 143-ე დღეს, ქალაქ დნიპროზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს მსხვერპლი მოჰყვა, გარდაიცავალა 3 ადამიანი, 15 დაშავდა
16.07.2022
უკან დაბრუნება
უკრაინაში ომის 143-ე დღეს, ქალაქ დნიპროზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს მსხვერპლი მოჰყვა, გარდაიცავალა 3 ადამიანი, 15 დაშავდა.
რუსებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ოდესაზეც,შედეგად, ერთ-ერთ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა.
იერიში გრძელდება ხარკოვის ოლქზეც. როგორც ცნობილია, ქალაქ ჩუგუევში რაკეტა ორსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა, არიან დაღუპულები და დაშავებულებიც.
ნანგრევებში ადამიანების სამძებრო სამაშველო სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება.
ურაგანის ტიპის რაკეტებით დაიბომბა ქალაქი ბახმუტი, დაშავდა 6 ადამიანი.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსული სარაკეტო თავდასხმების 70% მიზანმიმართულად, უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე არის განხორციელებული.