შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ტელე - რადიო კომპანია ”რიონს” დახმარების თხოვნით ქუთაისში მცხოვრებმა ირმა მაჩიტიძემ მომართა
07.05.2016
უკან დაბრუნება
დღეს ტელე - რადიო კომპანია ”რიონს” დახმარების თხოვნით ქუთაისში მცხოვრებმა ირმა მაჩიტიძემ მომართა, მაჩიტიძის ინფორმაცით თბილისში გლდანის მე- 8 -ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 3 მსჯავდებული შიმშილობს, მათ შორის ერთ -ერთი მისი მეუღლეა, მაჩიტიძის ინფორმაციით პატიმრები უდოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებს აპროტესტებენ, მსჯავდებული მანუჩარ ჩუბინიძე სასჯელს დაწესებულებაში წლებია იხდის, მეუღლის ინფორმაცით დაკავებული უდოს კომისიის 5- ივე მოთხოვნას აკმაყოფილებს. მცირე წლოვანი შვილები, ციხის ადმინისტრაციის დადებითი პასუხი, სასჯელის მოხდის პერიოდში დღემდე არანაირი გაფრთხილება და არც მისი დასჯა, ასევე კარგი ყოფაქცევის მიუხედავად ოჯახთან დაშვებული პაემანიც . ამ ყველაფერთან კი მსჯავდებულ მანუჩარ ჩუბინიძეს პრეზიდენტის შეწყალება რამდენიმე წელზე და მეუფე კალისტრატის მიერ კარგი დახასაიათებაც აქვს, ახლა კი მოშიმშილე მსჯავდებულები 25 - მარტს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გადახედავს ითხოვენ . პატიმრების ოჯახებს განაჩენი ამ დრომდე არ ჩაბარებიათ