შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ვინიცაში რუსი უკუპანტების მიერ მოწყობილ თავდასხმას მსხვერპლი მოყვა
15.07.2022
უკან დაბრუნება
ვინიცაში რუსი უკუპანტების მიერ მოწყობილ თავდასხმას მსხვერპლი მოყვა. გავრცელებული ინფორმაციით,ქალაქი საკრუიზო რაკეტებით, შავი ზღვის წყალქვეშა ნავიდან დაბომბეს. სარაკეტო იერიშს 23 ადამიანი ემსხვერპლა,მათ შორის 3 ბავშვია. 2 დაღუპული ბავშვისა და 11 ზრდასრული პირის იდენტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ახლობლები 18 ადამიანს კვლავ ეძებენ. ათეულობით ადამიანი სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი. რუსეთის მიერ მოწყობილი სისასტიკის შესახებ ინფორმაცია ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში გაავრცელა .უკრაინის პრეზიდენტი მოითხოვს, რომ ვინიცაზე სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, რუსეთი ტერორისტ სახელმწიფოდ გამოცხადდეს.