შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ოთხ თვეზე მეტი გავიდა
15.07.2022
უკან დაბრუნება
უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ოთხ თვეზე მეტი გავიდა. საოკუპაციო ძალების მთავარი სამიზნე ისევ დონბასია. რეგიონისთვის ბრძოლა გაააქტიურა უკრაინამაც. თავდაცვის ძალებს უკვე რამდენიმე დღეა იერიში მიაქვთ დონეცკის იმ ტერიტორიებზე, რომელთაც რუსები აკონტროლებენ. გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსულმა ძალებმა 40-ზე მეტი გასროლა განახორციელეს სუმის ოლქის მიმართულებით. დაბომბილია რეგიონის 8 დასახლება. სარაკეტო თავდასხმები განხორციელდა ხარკოვის ოლქში მდებარე სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებზეც. რის გამოც გაჩნდა ხანძრები, ამ დროისთვის ცეცხლი ყველა ლოკაციაზე ლიკვიდირებულია. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა 38 000-მდე რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს.