წყალტუბოში მამაკაცმა შვილი დაჭრა. შემთხვევა სოფელ ზედა მესხეთში მოხდა,სადაც ოჯახში ურთიერთშელაპარაკების დროს,65 წლამდე მამაკაცს შვილთან კონფლიქტი მოუვიდა,რის შემდეგაც სანადირო თოფიდან გაისროლა. საფანტის ტყვია მეორე შვილს მოხვდა. ახალგაზრდა ქალი ყელის არეში მიყენებული ჭრილობებით სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დამნაშავე სამართალდამცველებმა დააკავეს. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.