მეტროში არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებული პატრულ-ინსპექტორებიდან ერთ-ერთი, კახა ბაკაშვილი გაათავისუფლეს
14.07.2022
უკან დაბრუნება
მეტროში არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებული პატრულ-ინსპექტორებიდან ერთ-ერთი, კახა ბაკაშვილი გაათავისუფლეს.მისმა ადვოკატმა განმარტა, რომ ბაკაშვილს თავისუფლების აღკვეთა 6 თვით მიესაჯა, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად 1 წელი დაუდგინდა.
შემთხვევა 23 იანვარს, მეტროსადგურ „ისანში“ მოხდა,რის შემდეგაც სამართალდამცავებმა ორი პატრულ-ისნპექტორი - კახა ბაკაშვილი და ნუკრი ბაქრაძე დააკავეს. ბაკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.მისი მეწყვილე პატრულ-ინსპექტორის მიერ შშმ პირის ცემის მომენტში ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა ინციდენტში არ ჩარეულა და ძალადობის შეჩერება არ უცდია.