ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ევროკომისიამ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა დამსახურებების მიხედვით შეაფასა და კატეგორიულად არ შეესაბამება სიმართლეს განცხადებები, რომ დასავლეთს სურს საქართველო რუსეთ-უკრაინის ომში ჩართული ნახოს. როგორც მან აღნიშნა,მნიშვნელოვანია საქართველოში ყველამ გააცნობიეროს ევროკავშირის გადაწყვეტილება და იფიქროს,თუ როგორ უნდა გამოიყენოს ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი მნიშვნელოვანი შესაძლებლობები.