შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



თურქეთი აცხადებს, რომ რუსეთს, უკრაინას, თურქეთსა და გაეროს შორის მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმება მიღწეულია
14.07.2022
უკან დაბრუნება
თურქეთი აცხადებს, რომ რუსეთს, უკრაინას, თურქეთსა და გაეროს შორის მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმება მიღწეულია. მედიის ინფორმაციით საუბარია მილიონობით ტონა უკრაინულ მარცვლეულზე, რომელიც რუსეთის საზღვაო ბლოკადის ფონზე, შავი ზღვის პორტებშია ჩარჩენილი. თურქეთის თავდაცვის მინისტრის ჰულუსი აკარმას განცხადებით, მოლაპარაკებების შედეგად, მარშრუტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საკოორდინაციო ცენტრის შექმნაზე შეთანხმება იქნა მიღწეული. მისივე თქმით, შეთანხმებას ხელი მომავალ კვირას მოეწერება, როდესაც ყველა მხარე კვლავ ერთმანეთს შეხვდება. თურქეთის თავდაცვის მინისტრმა დასძინა, რომ ყველა მხარე ნავსადგურებში მარცვლეულის შემოწმების ერთობლივ კონტროლზე შეთანხმდა. ბაზარზე სურსათის მიწოდების საკითხზე ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტმაც.