ზუგდიდში, დევნილთა პოლიკლინიკის ექიმები უკვე მეხუთე დღეა აქციას მართავენ
13.07.2022
უკან დაბრუნება
ზუგდიდში, დევნილთა პოლიკლინიკის ექიმები უკვე მეხუთე დღეა აქციას მართავენ. მედიკოსები კლინიკის გასხვისებას ეწინააღმდეგებიან. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათთვის ცნობილი გახდა მმართველი პარტიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, პოლიკლინიკა მართვის უფლებით ტატიშვილის სახელობის კლინიკას გადაეცემა. როგორც ექიმები აცხადებენ, მათ მომსახურების ფასების მომატება მოსთხოვეს, რაზეც უარი თქვეს, მათივე ინფორმაციით ძირითადად კლინიკას დევნილი ბენეფიციარები ჰყავს, რომლებიც გაზრდილ საფასურს ვერ გადაიხდიან. მედიკოსების გარდა კლინიკის გასხვისებას ადგილობრივებიც აპროტესტებენ. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ექიმები შიმშილობას აანონსებენ. აქციის მონაწილეებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენელი ვახტანგ ყოლბაია შეხვდა. იგი ექიმებს საკითხში გარკვევას დაჰპირდა.