ბოტანიკურ ბაღში საპატიო მოქალაქეების დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა
13.07.2022
უკან დაბრუნება
ბოტანიკურ ბაღში საპატიო მოქალაქეების დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. ქალაქის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა საპატიო მოქალაქეებს გულსაბნევები გადასცეს. სამკერდე ნიშნები ქუთაისის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 37მა მოქალაქემ მიიღო. დღესვე ღვაწლმოსილი ქუთაისელის სიგელი შალვა ქებაძეს გადაეცა. ღონისძიება ქუთაისის მერის ინიციატივით გაიმართა.