შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს "ქურდული" მენტალიტეტისა" და "ქურდული სამყაროს" წინააღმდეგ აქტიურ და უკომპრომისო ბრძოლას
13.07.2022
უკან დაბრუნება
შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს "ქურდული" მენტალიტეტისა" და "ქურდული სამყაროს" წინააღმდეგ აქტიურ და უკომპრომისო ბრძოლას.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული აქტიური კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მოქალაქეთა შორის არსებული ფინანსური დავის "ქურდული წესით" გარჩევის ფაქტი გამოავლინეს. აჭარაში, თბილისსა და რუსთავში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 7 პირი დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს - ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.