შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



უკრაინა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში რუსი ოკუპანტების ახალი, მასშტაბური იერიშების მოსაგერიებლად ემზადება
13.07.2022
უკან დაბრუნება
უკრაინა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში რუსი ოკუპანტების ახალი, მასშტაბური იერიშების მოსაგერიებლად ემზადება. ოფიციალური მოსკოვი ღიად აცხადებს, რომ დონბასში მთელი საწარმო ზონის დაკავებას გეგმავს. რეგიონი უკვე რამდენიმე კვირაა სისტემატურად იბომბება. დონეცკის ოლქის გუბერნატორის თქმით, ბახმუტის, სევერსკის, სლავიანსკისა და კრამატორსკის გარშემო რუსული ძალების გაძლიერება უკვე შეინიშნება. კონტრშეტევას იწყებენ უკრაინის თავდვაცვის ძალებიც. უკრაინულმა არმიამ იერიში დონეცკის ოლქის იმ ტერიტორიებზე მიიტანა, რომელთაც რუსები აკონტროლებენ. გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა წარმატებით მოიგერიეს რუსული ჯარის რამდენიმე თავდასხმა დემენტიევკის მახლობლად და შეაჩერეს მტრის მცდელობა, ბახმუტისკენ წინ წასულიყო.