რიკოთის 4 ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალური გზის მშენებლობა გრძელდება
13.07.2022
უკან დაბრუნება
რიკოთის 4 ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალური გზის მშენებლობა გრძელდება. უკვე გაჭრილია 24 გვირაბი, საიდანაც 3 დასრულებულია .სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს 88 ხიდზე, საიდანაც 6 დასრულებულ ხიდზე მოძრაობა გახსნილია. ახალი გზის კონკრეტული მონაკვეთები, რომელიც ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს წელს გაიხსნება, ხოლო სრულად რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობა 2023 წელს დასრულდება. სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა. გზის მშენებლობის მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა კობა ლურსმანაშვილმა მოინახულეს.