საქართველოს ვაჟ-კალათბურთელთა ეროვნული ჩემპიონატის ფლეი-ოფის პირველ შეხვედრას ქუთაისის სპორტის სასახლემ უმასპინძლა.ერთმანეთს ”ქუთაისი-2010” და ”სოხუმი” დაუპირისპირდნენ.თამაში პირველი წუთიდანვე დაძაბულად დაიწყო,პირველ მეოთხედში სტუმრები უპირატესობით გამოირჩეოდნენ,ხოლო მეორე მეოთხედში მასპინძლები დაწინაურდნენ და ლიდერობა თამაშის ბოლომდე შეინარჩუნეს.შეხვედრაზე განსაკუთრებით დაძაბული მეოთხე მეოთხედის ბოლო წამები აღმოჩნდა ქუთაისის გუნდ გამარჯვება ლეგიონერი კალათბურთელის მიკულიჩის სამქულიანმა მოუტანა,თამაში 83-ით 81 ქუთაისის სასარგებლოდ დასრულდა.