ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი სხვადასხვა კონკურსებსა და ოლიმპიადებში გამარჯვებულ წარმატებულ მოსწავლეებს და მასწავლებლებს შეხვდა
12.07.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი სხვადასხვა კონკურსებსა და ოლიმპიადებში გამარჯვებულ წარმატებულ მოსწავლეებს და მასწავლებლებს შეხვდა. წარჩინებულ ახალგაზრდებთან შეხვედრას მერთან ერთად, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ზაზა ლომინაძე, ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი და თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. კინგსის ინტელექტის ოლიმპიადაში გამარჯვებულმა მოსწავლეებმა, ეტალონის კონკურსში წარმატებულმა ახალგაზრდებმა, მერის სტიპენდიანტებმა, ასევე სხვადასხვა კონკურსში გამარჯვებულმა მოჭადრაკეებმა მერიისგან საჩუქარები მიიღეს.