წყალტუბოში მოსწავლეებისათვის ორგანიზებული მწვანე ბანაკი დაიხურა
11.07.2022
უკან დაბრუნება
წყალტუბოში მოსწავლეებისათვის ორგანიზებული მწვანე ბანაკი დაიხურა .
5 დღიან მწვანე ბანაკში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 26 მოსწავლე მონაწილეობდა.
სასწავლო, შემეცნებითი და საგანმანათლებლო აქტივობებით დატვირთული ბანაკის მონაწილეების შერჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებითა და პროექტის ,,თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის’’ ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებში ჩართულობით მოხდა.
საერთაშორისო პროექტი “თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის” ევროკავშირის 2014-2020 წლების შავი ზღვის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება და მისი წამყვანი პარტნიორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტია.
ბანაკის მონაწილეებს სიგელები გადაეცა