საპროტესტო აქცია გორში.
მერიამ ქალაქის ცენტრში სავაჭრო დახლები აყარა,რამაც გარემოვაჭრეების პროტესტი გამოიწვია. სამართალდამცველები მათ მუშაობის საშუალებას არ აძლევენ. შელაპარაკების დროს ერთი პირი შეუძლოდ გახდა,რის გამოც ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.
თვითდასაქმებულებს ქალაქის მერია სავაჭროდ გარეუბანში გადასვლას სთავაზობს,თუმცა გარემოვაჭრეები ამის წინააღმდეგი არიან.