შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ
11.07.2022
უკან დაბრუნება
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. სადაც, რეგიონში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობის საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა კლიმატური პირობებით გამოწვეული სამუშაოების შეფერხებებსა და რისკების პრევენციაზე. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ, მავნებლის საწინააღმდეგოდ რეგიონში უკვე განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. დღეისათვის დასავლეთ საქართველოში ფაროსანას საწინააღმდეგოდ 14 ათასამდე ჰექტარი ფართობია დამუშავებული.