ომის 136-ე დღეს უკრაინის ტერიტორიაზე აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება
09.07.2022
უკან დაბრუნება
ომის 136-ე დღეს უკრაინის ტერიტორიაზე აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება.
რუსმა ოკუპანტებმა კრივი-რიჰის ინგულეცკის რაიონი დაბომბეს, არის მსხვერპლიც, ორი დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ჯარებმა ზაპოროჟიეში მარცვლეულის მინდვრებს ცეცხლი წაუკიდეს. ომის დაწყების დღიდან უკრაინელმა სამხედროებმა 37 200 რუსი ჯარისკაცი მოკლეს, აქედან ბოლო 24 საათში 300 მათგანი გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.