ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მაიმუნის ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება
09.07.2022
უკან დაბრუნება
ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მაიმუნის ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება.
ევროკავშირის ოთხ წევრ ქვეყანას 13 600-ზე მეტი ვაქცინის მარაგი მიეწოდა. ესპანეთმა ვაქცინის 5 300 დოზა ჯერ კიდევ ივნისის ბოლოს მიიღო. ამავე რაოდენობის მარაგი აქვს გერმანიას, პორტუგალიას - 2 700, ბელგიას კი 340 დოზა .
ვაქცინაციის დაწყების კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
ბოლო მონაცემებით, 2022 წლის 1-ლი იანვრიდან 4 ივლისამდე, 59 ქვეყანაში მაიმუნის ყვავილის 6 027 შემთხვევაა დადასტურებული, აფრიკის რეგიონში დაიღუპა 3 ადამიანი.