ქუთაისში კომპოზიტორის, მომღერლისა და პოეტის თამაზ მონიავას ლექსების წიგნის "ცისკენ გაგვირბის ყველას სულები" პრეზენტაცია გაიმართა
08.07.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისში კომპოზიტორის, მომღერლისა და პოეტის თამაზ მონიავას ლექსების წიგნის "ცისკენ გაგვირბის ყველას სულები" პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება პოეტის ხსოვნას მიეძღვნა. საღამო საზოგადოება ქუთაისელში მოეწყო. პრეზენტაციაზე ლექსები მისმა მეგობრებმა წაიკითხეს ასევე შესრულდა მუსიკალური ნომრებიც. თამაზ მონიავა რამოდენიმე სიმღერისა და წიგნის ავტორია. ის 2022 წლის 16 თებერვალს 54 წლის ასაკში გარდაიცვალა