შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საოკუპაციო ძალა უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს ისევ ბომბავს
08.07.2022
უკან დაბრუნება
საოკუპაციო ძალა უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს ისევ ბომბავს. სარაკეტო დარტყმები სუმის, ხარკოვისა და კრამატორსკის დასახლებულ რაიონებზე ხორციელდება, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ფრონტის ხაზზე ოკუპანტთა აქტივობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსულ შენაერთებს წინსვლა არცერთი მიმართულებით არ ჰქონიათ. ომის დაწყების დღიდან უკრაინელებმა 36 900 რუსი სამხედრო გაანადგურეს.