შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში ტყიბულში მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს გაეცნო
08.07.2022
უკან დაბრუნება
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში ტყიბულში მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს გაეცნო. ადგილობრივი ბიზნესის მხარდასაჭერად ცენტრალურ ქუჩებზე არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და რეკრეაციული ზონების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ასევე,გელათის ქუჩაზე გზის სავალი ნაწილისა და შენობების რეაბილიტაციის სამუშაოები ხორციელდება. აღნიშნული პროექტები ევროკავშირის მიერ ფინანსდება. მონიტორინგის ფარგლებში სახელმწიფო რწმუნებულმა კორპუსების გარე ფასადების რეაბილიტაციის პროექტიც დაათვალიერა,რომელსაც რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს.