ბურუსით მოცული მკვლელობა პანკისში
49 წლის პანკისელი მამაკაცის ოჯახის წევრები ეჭვობენ,რომ ლექსო ჭოლიკაშვილს პოლიციელი კუთვნილი ,,პიკაპით“ დაეჯახა,რის შემდეგაც შემთხვევის ადგილი დატოვა. მიღებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი მეორე დღეს გარდაიცვალა.
სოფელ საკობიანოში ამბობენ,რომ პიკაპი სავარაუდოდ ძალოვანებს ეკუთვნით,პოლიცია კი დამნაშავეს ხელს აფარებს და სხვის დადანაშაულებას ცდილობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ,რომ ამ ეტაპზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად საპოლიციო ტრანსპორტის სავარაუდო მონაწილეობა ავტოსაგზაო შემთხვევაში არ დასტურდება და ინფორმაცია საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანისკენ არის მიმართული.