სიქსტის კაპელაში თბილისის სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდმა კონცერტი გამართა
08.07.2022
უკან დაბრუნება
სიქსტის კაპელაში თბილისის სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდმა კონცერტი გამართა. ღონისძიებას ქუთაისში მოქმედი კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი მამა გაბრიელ ბრგანტინი დაესწრო. კონცერტი საქართველოს პრეზიდენტსა და რომის პაპს შორის 2021 წელს, წმინდა საყდარში ოფიციალური ვიზიტისას მიღწეული შეთანხმების საფუძველზე გაიმართა. სიქსტის კაპელაში ქართველებმა პირველად იგალობეს.